Belive

ტუხელმა შესაძლოა ინგლისის ნაკრები ჩაიბაროს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი თომას ტუხელი, შესაძლოა "სამი ლომის" მწვრთნელად ვიხილოთ.

ლონდონური კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ, გერმანელს ბუნდესლიგასთან აკავშირებდნენ, თუმცა ტუხელმა "ლევერკუზენი" უარით გაისტუმრა. მის მაგივრად კი, გუნდის მთავარ მწვრთნელად ხაბი ალონსო დაინიშნა.

გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild-ის ცნობით, ტუხელი მზადაა, რომ ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩაიბაროს.

ინგლისის ამჟამინდელი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტია, რომელსაც დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა. მსოფლიო ჩემპიონატის წინ მისი გუნდი არც ისე კარგად გამოიყურება. "სამ ლომს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რითიც გულშემატკივარი ძალიან უკმაყოფილოა.

მიუხედავად ამისა, საუთგეიტი არ აპირებს დაკავებული პოსტის დატოვებას. მას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები