Belive

თორნიკე ოქრიაშვილი: "ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია, მოგების გარდა სხვა შედეგზე არც ვფიქრობთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა. "ჩრდილოეთ მაკედონია კარგი გუნდია, ერთმანეთს უკვე ორჯერ ვეთამაშეთ და ერთმანეთის სუსტი წერტილები კარგად ვიცით, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მოგების გარდა სხვა შედეგზე არ ვფიქრობთ, ეს თითოეული ჩვენგანისთვის და მთლიანად ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. გუნდში საუკეთესო განწყობაა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით შეხვედრას. ​ძალიან შეკრული გუნდი ვართ, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ჩვენ როგორც მოედანზე ისე მის მიღმა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ვფიქრობ, რომ ეს განწყობა თამაშზეც დაგვეტყო. ბოლომდე ვიხარჯებით და სწორედ ეს მგონია იმის მიზეზი, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლას ვაგრძელებთ. გულშემატკივრებისგან უამრავი შეტყობინება მივიღე და ვიცი, რომ ყველა ელოდება ამ თამაშს. მადლობა მათ გამამხნევებელი სიტყვებისთვის", - თქვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის 2020 წლის 12 ნოემბერს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება.ისტორიული მატჩი 21:00 საათზე დაიწყება  

სხვა სტატიები