Belive

თორნიკე ოქრიაშვილი: "შემდეგ მატჩში 3 ქულა უნდა ავიღოთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ტიხში სომხეთის წინააღმდეგ ფრე - 2:2 ითამაშა. შეხვ3ედრის მეორე გოლი "ჯვაროსნების" რიგებიდან თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა, რომელსაც ეროვნულ გუნდში უკვე 12 ბურთი მოუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე პოზიციაზე გადავიდა. მატჩის შემდეგ, ეროვნული გუნდის ათიანმა სფფ-ს ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა. "მოწინააღმდეგეს ორივე ტაიმში ვაჯობეთ, უკეთესად ვითამაშეთ, კარგი სტატისტიკაც გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ახლა უკვე შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ავიღოთ სამი ქულა", - თქვა "ანორთოსისის" ქართველმა ლიდერმა. საქართველოს ნაკრები მაკედონიას C დივიზიონის მეოთხე ტურის ეგიდით 14 ოქტომბერს სკოპიეში, ხოლო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში 12 ნოემბერს, თბილისში დაუპირისპირდება. ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  

სხვა სტატიები