Belive

თორნიკე ოქრიაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ვეტერანი ცენტრალური მცველი ანელე ნგკონგა ავტო-კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. 33 წლის ფეხბურთელი საკუთარ სამშობლოში, ქალაქ დურბანში ორშაბათს დილით ავტო-ავარიაში მოყვა, თუმცა ავტომობილს თვად არ მართავდა. მძღოლის ვინაობა ჯერჯრობით არ ხმაურდება, იგი მძიმედაა დაშავებული და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 53 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელი 2014 წელს ბელგიურ "გენკში" თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელიც გახლდათ, სადაც მას და ქართველ ფეხბურთელს კონფლიქტიც კი მოუვიდათ. ამ ფაქტის შემდეგ, გუნდმა ორივე ფეხბურთელს ჯარიმა დააკისრა, მოგვიანებით კი მათ საჯაროდ ბოდიშიც მოიხადეს. სამწუხარო ინფორმაციას თავად საქართველოს ნაკრების ათიანიც გამოეხმაურა:
 

სხვა სტატიები