Belive

"თუ ბარსელონა დამირეკავს, მე იქ დავბრუნდები" - პეპ გვარდიოლა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრესკონფერენციაზე საუბრისას პეპ გვარდიოლამ მისი და მიკელ არტეტას მდგომარეობა შეადარა. ესპანელის თქმით, ყოფილი თანაშემწის მდგომარეობა მისას ძალიან ჰგავს. გვარდიოლამ აღნიშნა, რომ თუ "ბარსელონა" მას დაბრუნებას შესთავაზებდა ამაზე თანახმა იქნებოდა და სწორედ იგივეს გააკეთებდა არტეტაც "სიტის" შემთხვევაში.

"მახსოვს, როცა გოლებს გავიტანდით, არტეტა ბევრს ხტუნავდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა "არსენალს" ვეთამაშობდით. სადაც არ უნდა ვიყო თუ "ბარსელონა" დამირეკავს, მე იქ დავბრუნდები. ეს ჩემი კლუბია.“ - განაცხადა პეპმა პრესკონფერენციაზე

გვარდიოლამ სამწვრთნელო კარიერა "ბარსაში" დაიწყო, როდესაც 2008 წელს ჟოან ლაპორტამ პირველი გუნდის სადავეები ჩააბარა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პეპმა კლუბში დიდ წარმატებებს მიაღწია და უამრავი ტიტული მოიგო. გარდა ამ ყველაფრისა, მან გულშემატკივარს თავი საკუთარი უნიკალური სათამაშო ტაქტიკიტაც შეაყვარა. კატალონიიდან წასვლის შემდეგ, გვარდიოლამ "ბაიერნი" ჩაიბარა და 2016 წელს კი, "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგა სათავეში. მას შემდეგ, რაც ესპანელი "ქალაქელების" მწვრთნელი გახდა, ისინი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ გუნდად იქცნენ და პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული მოიგეს. პეპს "სიტისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

მის ყოფილ თანაშემწეს გვარდიოლა ხვალ 23:55 საათზე დაუპირისპირდება. მიკელ არტეტას "არსენალი" შეეცდება "სიტი" FA თასისთვის ბრძოლაში ჩამოიშოროს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.

სხვა სტატიები