Belive

"სელტასთან" წარუმატებლობის შემთხვევაში ვალვერდემ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" ვერ დაამარცხა პრაღის "სლავია" , რასაც ფანების მხრიდან ვალვერდეს მიმართ დიდი კრიტიკა მოჰყვა. "ბარსელონას" სპექტაკლი ამ სეზონში ნელ-ნელა სრულდება. ლა ლიგის ეგიდით კატალონიელები უკვე სამჯერ დამარცხდნენ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ჩემპიონთის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც პოზიციები. თუ ერნესტო ვალვერდეს შეგირდები დაამარცხებენ "სელტას" , დაბრუნდებიან პირველ ადგილზე და ეს ოდნავ ჩააქრობს გულშემატკივართა აგრესიას. კატალონიაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა , რომ ესპანელ სპეციალიტს აღარ აქვს უკან დასახევი გზა და მაქსიმალურად უნდა ეცადოს ხვალინდელ მატჩში გამარჯვება მოიპოვოს. იმ შემთხვევაში თუ ბილბაოს ყოფილ მწვრთნელს გაათავისუფლებენ, გუნდს დროებით დაენიშნება მწვრთნელი, რომელიც ახალი სპეციალისტის მოსვლამდე გაუძღვება გუნდს. პრედიზდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს სწამს , რომ ახალი მწვრთნელის დანიშვნას დიდი დრო არ დაჭირდება და ეს პრობლემაც მალე მოგვარდება. პრესაში ვრცელდება ორი შემცვლელი მწვრთნელის კანდიდატურა. ესენი არიან ჰოლანდიის ამჟამინდელი ნაკრების თავკაცი რონალდ კუმანი და რივერ პლეიტის დამრიგებელი მარსელო გალარდო.
გასულ სეზონში "ბარსელონამ" 11 ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან "ატლეტიკოს" , მაგრამ გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ ის მტკივნეული მარცხი , რომელიც გუნდმა "ენ ფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ განიცადა. არავინ იცის რა ხდება "გასახდელში" , თუმცა ექსპერტები და გულშემატკივრები ვალვერდეს გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებენ. ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება კი მხოლოდ დროებით შეანელებს ამ მოვლენას.

სხვა სტატიები