Belive

"თუ გაგვიჭირდა მოედანზე კერიკი გამოვა" - ოლე გუნარ სოლსკიაერი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 თებერვალს, "ოლდ ტრაფორდზე" კლასიკური დაპირისპირება შედგა, ერთმანეთის პირისპირ მოსისხლე მტრები, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" წარსდგნენ, მატჩმა ყოველგვარი სანახაობის გარეშე ჩაიარა, თუმცა ამის მიზეზი შეიძლება ტრავმებში ვეძებოთ. მატჩის პირველ ტაიმში, "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთნელს, 3 იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწია, "მერსისაიდელთა" მწვრთნელს კი ერთის. ნორვეგიელმა სპეციალისტმა კი ტრავმების შესახებ ხუმრობანარევი განცხადება გააკეთა. "ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა კუნთების ტრავმის გამო, მაგრამ ჩვენ არაჩვეულებრივი ბიჭები გვყავს, ამიტომაც ამაზე არ ვნერვიულობთ. ოთხშაბათს მოედანზე 11 ფეხბურთელი გავა. საბედნიეროდ, 2 დღე გვაქვს აღსადგენად. თუ დაგვჭირდა, მაიკლსაც (კერიკი) შეუძლია ბუცების ჩაცმა. ყველაფერი კარგადაა, მანამ, სანამ მე არ მომიწევს მოედანზე გასვლა" - განაცხადა ოლე გუნარ სოლსკიაერმა. შეგახსენებთ რომ "მანჩესტერის" ლაზარეთში მატებაა, ტრავმირებულ ნემანია მატიჩს, ანტონიო ვალენსიასა და ენტონი მარსიალს, ჯესი ლინგარდი, ანდერ ერერა, ხუან მატა და მარკუს რეშფორდი დაემატნენ.

სხვა სტატიები