Belive

"თუ რამე დაგჭირდეს, შენ გვერდით მიგულე" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური წერილი ახალგაზრდა ფეხბურთელს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ფეხბურთელს, ერეკლე ნაჭყებიას ემოციური პოსტი მისწერა, რომელიც ესპანური "ბადახოსის" აკადემიის წევრმა Insgatram-ში თავად გამოაქვეყნა.
"ერეკლე, როგორ ხარ ჩემო პატარა მეგობარო. ვუყურებ შენს ტიკ-ტოკს და უდიდეს ბიჭს ვხედავ შენში. ძალიან გიყვარს შენი საქმე და ვხედავ რომ ყველაფერს აკეთებ. შენს გვერდით მიგულე ყველაფერში და ყველგან. მიხარია, რომ ქართველებს შენნაირი ბიჭი ყავთ. მშრომელი და შრომის მოყვარე კაცი ხარ. ეგრე გააგრძელე და ბევრს მიაღწევ. ცუდი დღეებიც გექნება და კარგიც, მაგრამ არ დანებდე შენ მაგალითი ხარ ყველასთვის მაგ შრომის გამო. ბოლომდე მიაწექი. მატერიალურად თუ რამე დგჭირდეს, ფორმები, ბუცები ან რამე, შენს გვერდით მიგულე.  არა მარტო პატარებს, არამედ ჩვენ, დიდ ფეხბურთელებსაც გვაძლევ იმის წყურვილს, რომ მეტი ვივარჯიშოთ, როცა ვხედავთ, რომ შენი ასაკის ბავშვი ამდენს აკეთებს. ვუყურებდი და ვფიქრობდი ახლა მომეწერა თუ არა. ჭკუის სწავლება არ მინდა გამომივიდეს, უბრალოდ შენთვის ვიძახი ყველაფერს.  შენ იცი, მაგრად მიაწექი და სწორ კვებაზე და კარგ დასვენებაზე იფიქრე ბევრი, ვარჯიშის მერე ეგ აუცილებელია.  მაგრად მიაწექი, თუ რამე, შენს გვერდით ვარ, კვარა".
ცნობისთვის, ერეკლე ნაჭყებია ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლის "ფრისტაილის" ამსახველი ვიდეოებიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

სხვა სტატიები