Belive

"თუ რონალდუ ჭირვეულობას გააგრძელებს, მისი კარიერა ცუდად დასრულდება" - გარი ნევილი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა "მანჩესტერელმა" და რონალდუს თანაგუნდელმა გარი ნევილმა პორტუგალიელი ვარსკვლავის კარიერაზე ისაუბრა. მისი თქმით, კრიშტიანუს კარიერა ცუდად დასრულდება თუ ის ასე გააგრძელებს.

"ჭირვეულობა უნდა შეწყდეს. ეს მასზე კარგად საერთოდ არ მოქმედებს. მისი დიდხნინაი კარიერა ამტკიცებს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მაგრამ, ახლა მან ბევრად მეტი უნდა გააკეთოს. როდესაც ეს პირველად "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხდა, ყველა ერიკ ტენ ჰაგს ადანაშაულებდა. ფერნანდუ სანტოში არის მწვრთნელი, რომელსაც რონალდუსთან უკვე რვა წელია დაუჯერებელი ურთიერთობა აქვს. "იუვენტუსის" მწვრთნელი ცდება? "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ცდება? და ახლა პორტუგალიის მწვრთნელიც ცდება? მასთან მიმართებაში სამივემ ერთი და იგივე რამ გააკეთა."

"რონალდუს ერთგულება, წლების განმავლობაში, მისი ერთ-ერთი უდიდესი ძლიერი მხარე იყო. მან გადაწყვიტა, რომ მსოფლიოში საუკეთესო იყოს. გაიტანოს ყველაზე მეტი გოლი, მოხსნას ყველა რეკორდი და აჯობოს მესის. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც თქვენ უნდა იფიქროთ კოლექტივზე და არა საკუთარ თავზე."

შვეიცარიასთან დამაჯერებელი გამარჯვების (6:1) მოპოვების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრები 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 10 დეკემბერს 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები