Belive

თუკი ბარსელონას ხავი უხელმძღვანელებს, მესი გუნდში დარჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომლის მოქმედების ვადაც 2021 წლის ზაფხულში იწურება. კლუბში დარჩენის ერთადერთი გზა კი, "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ცვლილებაა. ცნობილია, რომ მესის ამჟამინდელ მწვრთნელთან, კიკე სეტიენთან, ცუდი ურთიერთობა აკავშირებს. ასევე აღსანიშნავია მისი საჯარო საპირისპირება გუნდის სპორტულ დირექტორთან და ყოფილ ფეხბურთელთან, ერიკ აბიდალთან, რომელიც ყოფილი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს პოზიციას იცავდა და წარუმატებელ შედეგებზე პასუხისმგებლობას ფეხბურთელებს აკისრებდა. გუნდში არსებული დაპირისპირების ფონზე, მესის აგენტმა და მამამ, ხორხე მესიმ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ მისი შვილი კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ზაფხულში, მესი თავისუფალი აგენტი გახდება და "ბარსელონა" მისი გაყიდვით ფინანსური სარგებლის მიღებასაც ვერ შეძლებს. ესპანური წყაროების თანახმად, ერთადერთი შესაძლებლობა, რაც მესის აზრს შეაცვლევინებს, გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავის დანიშვნაა - მომდევნო წელს, "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და დიდი ალბათობით, კრიტიკის მუდმივი ობიექტი, ხოსეპ ბართომეუ, გამარჯვების მოპოვებას ვეღარ შეძლებს. მისი კონკურენტი ვიქტორ ფონტი იქნება, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელად ლეგენდარული ხავის დანიშვნას გეგმავს. შეჯამებისთვის, მესის წასვლა ჯერჯერობით მხოლოდ საგანგაშო სიგნალია, თუმცა არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ არგენტინელს გუნდიდან წასვლა არ მოუწიოს და ეს ყველაფერი საერთო გეგმის - გუნდის ძირეული გარდაქმნის დასაბამი გახდეს.      

სხვა სტატიები