Belive

"თურქეთი დანიაზე მაღლა დგას" - თურქული გამოცემის ინტერვიუ ლობჟანიძესთან 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ანკარაგიუჯუ" თურქეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ გავარდნის ერთ-ერთი პირველი კანდიდატი იყო, თუმცა სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ, ზამთარში გუნდმა 15 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის საბა ლობჟანიძე და სატურნირო ცხრილში პროგრესი დაიწყო. დედაქალაქელებმა ჩემპიონატის განახლების შემდეგ 2 მატჩი მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს. ქართველმა ახალწვეულმა ყველა მათგანში ითამაშა და ბოლოს, "ფენერბახჩესთან" 2:0 გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც იყო. გარდა სტამბულელთა კარში გატანილი გოლისა, 25 წლის ქართველმა თავი შეტევაში არაერთი მნიშვნელოვანი ქმედებითაც დაგვამახსოვრა და რამდენიმე გამოცემამ ის ტურის სიმბოლურშიც შეიყვანა. თურქულმა გამოცემა milliyet.com.tr-მა ლობჟანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ჩვენებურმა ახალი გუნდის შესახებ ისაუბრა.ქონიასპ "ფენერბახჩესთან" მატჩში თავი კარგად წარმოვაჩინეთ. ტაქტიკურად მშვენივრად ვიმუშავეთ. მეტოქეს სივრცეები არ გავუხსენით და პირიქით, კონტრშეტევებზე მათი შეცდომებით ვისარგებლეთ. არ შემიძლია ვთქვა, რომ "ფენერბახჩემ" ცუდად ითამაშა, მაგრამ ჩვენ უკეთესები ვიყავით. ახალ გუნდში პირველ ორ მატჩში სამიზნემ მიმტყუნა, რითაც იმედგაცრუებული ვიყავი, სადებიუტო გოლის გატანა კი ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც "ფენერბახჩეა", ძალიან მახარებს. თავიდან, ერთბაშად 15 ფეხბურთელის დამატებამ გამაკვირვა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ყველა მათგანი მაღალი ხარისხისაა. ამრიგად, ერთმანეთს ბევრი ახალი სახე შეხვდა, რომლებსაც გასახდელში ერთმანეთთან შეხვედრა სიამოვნებს. ჩვენი მიზანია, რომ გუნდმა ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. თურქეთის ჩემპიონატზე აქამდეც ბევრი მსმენია და ის რაც ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს გასაოცარი გულშემატკივრობაა. სწორედ ამ ქომაგობის გამო გადავწყვიტე თურქეთში ჩამოსვლა, მინდოდა ამ შესანიშნავი ტრიბუნების წინ მეთამაშა და მოხარული ვარ, რომ აქაურმა გულშემატკივარმა ჩემი გოლი აღნიშნა.  თურქეთის ჩემპიონატი დონით დანიისაზე უფრო მაღლა დგას და ვფიქრობ აქ გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია. წამოსვლამდე მე ლევან შენგელიას ვესაუბრე, რომელიც "ქონიასპორში" თამაშობს და მისგან სუპერლიგაზე ბევრი რამ მოვისმინე. ასევე, გაოცებული ვარ ამ დიდებული ქალაქის სილამაზით, ანკარამ მომხიბლა",-თქვა ლობჟანიძემ.

სხვა სტატიები