Belive

თურქეთის ჩემპიონატი - ლობჟანიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საბა ლობჟანიძე beIN Sports-მა თურქეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა "გალასათარაისთან" მოგებულ მატჩში (2:1) ბრწყინვალე გოლი გაიტანა. საბამ მეტოქე გუნდის მცველი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და მუსლერას კარში ეფექტური ბურთი შეაგდო.
IMG_20210305_181904
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ქართველი ვინგერი თურქეთის სუპერლიგაში შესანიშნავ სეზონს ატარებს. საბას ანგარიშზე 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები