Belive

თურქეთმა ფარერებთან წააგო - საქართველო გიბრალტართან მოგების შემთხვევაში, საუკეთესო პირველადგილოსანი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო, მე-6 ტურში, ფარერებმა თურქეთს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

თურქეთმა ჯგუფური ეტაპი 13 ქულით პირველ პოზიციაზე დაასრულა და ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში იასპარეზებს.

შტეფან კუნცის გუნდის შედეგი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი გუნდი დღეს სტუმრად გიბრალტართან გაიმარჯვებს, ჯგუფს 16 ქულით მოიგებს და C დივიზიონის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო 2024 წლის მარტში ნახევარფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

ახლა გასარკვევია თუ ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მეტოქე გიბრალტართან მოგების შემთხვევაში - თუ საბერძნეთი (12-ქულიანი) ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას მოუგებს პლეი-ოფში თურქეთს უმასპინძლებს, საქართველო კი - ყაზახეთს მიიღებს. თუ ბერძნები ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგებენ, საქართველოში ჩამოვლენ, ფრის შემთხვევაში კი - თურქეთს ესტუმრებიან (საქართველო ამ შემთხვევაშიც ყაზახეთს უმასპინძლებს).

თუ საქართველო გიბრალტართან წააგებს, საბერძნეთი კი ჩრდ.ირლანდიას მოუგებს, ჩვენს ნაკრებს მესამე შედეგით თურქეთთან სტუმრობა მოუწევს.

საქართველო ფრის შემთხვევაში, საერთო ცხრილში პირველ (საბერძნეთის ფრე ან წაგება) ან მეორე ადგილს (საბერძნეთის მოგება) დაიკავებს

საქართველოსა და გიბრალტარის მატჩი დღეს, 22:45 საათზეა ჩანიშნული. საბერძნეთისა და ჩრდ. ირლანდიის შეხვედრა კი სამშაბათს, ამავე დროს გაიმართება.

C დივიზიონის საერთო რეიტინგი ამდროისთვის:

სხვა სტატიები