Belive

თურქეთში ლიდერების გარეშე - რეალს ჩემპიონთა ლიგაში საქმე ურთულდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაში შესაძლოა კიდევ დამძიმდეს. "სამეფო კლუბს" ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში ორი ლიდერი გარეთ ბეილი და ლუკა მოდრიჩი არ ეყოლება. ისინი ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიან და გუნდის განაცხადში არ იქნებიან. მათ გარდა, "ბლანკოსებს" თურქეთში გასამართ შეხვედრაში ნაჩო ფერნანდესი, ლუკას ვასკესი და მარკო ასენსიო ვერ დაეხმარებიან. ესპანური კლუბის განაცხადი:  მეკარეები: კურტუა, არეოლა, ალტუბე. მცველები: კარვახალი, მილიტაო, რამოსი, ვარანი, მარსელო, ოდრიოსოლა, მენდი. ნახევარმცველები: კროოსი, კაზემირო, ვალვერდე, ხამესი, ისკო. თავდამსხმელები: აზარი, ბენზემა, იოვიჩი, ბრაჰიმ დიასი, ვინიციუსი, როდრიგო.

სხვა სტატიები