Belive

თურქმა ფეხბურთელმა საკუთარი 5 წლის შვილი ბალიშით გაგუდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩევჰერ თოქთაში ერთ დროს თურქეთის სუპერ ლიგაში კლუბ ''გენჩლერბირლიგში'' და ''დენიზლისაში" ასპარეზობდა. სოციალურ ქსელში შემზარავი ინფორმაცია ვრცელდება. თურქმა ფეხბურთელმა საკუთარი 5 წლის შვილი მოკლა. თოქთაშის შვილს კორონავირუსი დაუდგინდა და მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა. ჩევჰერი პალატაში შევიდა და საკუთარ შვილს 15 წუთის განმავლობაში ბალიშით გუდავდა. ეჭვი რომ არავის აეღო, თურქმა ფეხბურთელმა მკვლელობის შემდეგ მედიკოსებს დაუძახა. ბავშვის მკვლელობიდან 11 დღის შემდეგ, ჩევჰერ თოქთაში პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა და ჩაბარდა. მომხდართან დაკავშირებით თურქმა კომენტარი გააკეთა: "15 წუთის განმავლობაში შვილს ბალიშით ვგუდავდი, ამის შემდეგ ეჭვი რომ არავის აეღო ექიმებს დავუძახე. მე არასდროს მიყვარდა ჩემი 5 წლის შვილი და მკვლელობის მიზეზი სწორედ ეს გახლავთ. არც ფსიქოლოგიური და არც მენტალური პრობლემები არ მაქვს. მე უბრალოდ ის არ მიყვარდა და სწორედ ამიტომ მოვკალი." - "პოლიციაშ მხოლოდ იმიტომ მივედი, რომ ჩემი ქმედება საბოლოო ჯამში არ მომეწონა და დისკომფორტი ვიგრძენი" - განაცხადა სუპერ ლიგის ყოფილმა ფეხბურთელმა

სხვა სტატიები