Belive

თურქული გრანდი იოზილის თაობაზე მართავს მოლაპარაკებებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ფენერბახჩეს" წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ მესუთ იოზილის ტრანსფერს. გავრცელებული ინფორმაციით, "ფენერბახჩესა" და "არსენალის" მესვეურებს შორის იოზილის იჯარის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წყაროს მტკიცებით, "არსენალის" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იოზილის სათამაშო ფორმით, რის გამოც "მეთოფეები" მზად არიან 30 წლის ფეხბურთელი იჯარით გაუშვან და მისი ხელფასის ნაწილი თავად გადაიხადონ. "არსენალის" რიგებში იოზილი კვირაში £350.000 იღებს.

სხვა სტატიები