Belive

თურქული კლუბი აზაროვის ტრანსფერზე მუშაობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქული მედიის ინფორმაციით, ირაკლი აზაროვით "ტრაბზონსპორი" დაინტერესდა. სუპერ ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა "დინამო ბათუმთან" მოლაპარაკება უკვე დაიწყო. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში დაიწერა, რომ 19 წლის ქართველი მცველის გადაბირება "კრასნოდარსაც" სურს. გარდა ამისა, "დინამო ბათუმის" პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ აზაროვით ბელგიური "ბრიუგე" და ხორვატიის ჩემპიონი, "დინამო ზაგრებიც" დაინტერესდა. გეტყვით, რომ "ტრაბზონსპორმა" თურქეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და წელს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს. შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა გუნდმა შინ "რომასთან" გამართა და 1:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები