Belive

თურქული ვარიანტი არსებობს, მაგრამ ნინუა ჯერ კიდევ დინამოში ვარჯიშობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" კაპიტანმა ნიკა ნინუამ კარიერა შესაძლოა "ბეშიქთაშში" გააგრძელოს. გავრცელებული ინფორმაცია თბილისურ კლუბში გადავამოწმეთ, სადაც განაცხადეს, რომ Საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კონტრაქტს  როგორც თურქული გრანდი, ისე სხვა კლუბები სთავაზობენ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და 21 წლის ნახევარმცველი ჯერ ისევ საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ვარჯიშობს. ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მთავარ გუნდში 2016 წლიდან ირიცხება და მას შემდეგ 94 შეხვედრაში 14 გოლის ფატანა და 15 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. ეროვნული ლიგა 25 ივნისს, მესამე ტურით, კერძოდ კი "საბურთალოსა" და "დინამოს" დერბით განახლდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, 21:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები