Belive

თვის საუკეთესო ფეხბურთელი - კანკავა ნომინანტებს შორის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯაბა კანკავა "ვალენსიენის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის. ფრანგული კლუბის ოფიციალური გვერდის თანახმად, 34 წლის ნახევარმცველი 3 ნომინატს შორის მოხვდა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ლიგა 2-ის კლუბში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა. ბოლოს ჯაბა "ტობოლში" თამაშობდა, ყაზახეთში გატარებული 3 სეზონის შემდეგ კი ის ევროპაში დაბრუნდა. კანკავა "ვალენსიენის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. გამოცდილმა საყრდენმა თებერვალში გუნდის ექვსივე თამაშში მოედანზე 90 წუთი გაატარა. ჯაბასთვის ხმის მიცემა "ვალენსიენის" ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა, რომ გადახვიდეთ ბმულზე და საკუთარი პოზიცია კომენტარებში დააფიქსიროთ.

View this post on Instagram

A post shared by Valenciennes FC (@vafcofficiel)

სხვა სტატიები