Belive

ტიაგო ალკანტარა ინგლისურ გრანდში ითამაშებს?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო პრესაში სატრანსფერო ცვლილებების შესახებ აქტიურად იწერება. ამჯერად საქმე ეხება მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელს - ტიაგო ალკანტარას, რომელიც სპორტული მედიის ცნობით მიმდინარე ზაფხულში გერმანულ კლუბს დატოვებს. ტიაგოს მომავალს პრემიერ ლიგას უკავშირებენ, უფრო კონკრეტულად კი "ლივერპულს". აღსანიშნავია, რომ ალკანტარას შეძენით უშუალოდ იურგენ კლოპია დაინტერესებული. "მერსისაიდელთა" გერმანელი სპეციალისტი 29 წლის ესპანელის შეძენით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. Sport-ის ინფორმაციით "ლივერპული" "ბაიერნის" ფეხბურთელის შესაძენად 35 მილიონ ევროს გადაიხდის. ტიაგო ალკანტარამ "რეკორდმაისტერის" რიგებში 230 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 31 გოლის გატანა და 37 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები