Belive

ტიაგო ალკანტარა პრემიერ ლიგაში გადადის?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი დასკვნით ფაზაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ტიაგო ალკანტარაა, რომელსაც პრემიერ ლიგის გუნდები ეპატიჟებიან. თავდაპირველი ინფორმაციის თანახმად ალკანტარას სამომავლო საკლუბო კარიერა "ლივერპულს" დაუკავშირეს - მეტიც, პრესაში იწერებოდა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა როგორც ჩანს კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამჟამად 29 წლის ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ტიაგოსა და "წითელ ეშმაკებს" შორის მოლაპარაკებების წარმოება დაწყებულია. მედიაგამოცემა Dagbladet-ის ცნობით ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება საკმაოდ მაღალია, რამაც შესაძლოა მის ინგლისურ საკლუბო კარიერას ხელი შეუშალოს.

სხვა სტატიები