Belive

ტიაგო ალკანტარა სოციალურ ქსელში ბაიერნს დაემშვიდობა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" 29 წლის ნახევარმცველი - ტიაგო ალკანტარა "ბაიერნს" ტოვებს. იგი სოციალურ ქსელში გერმანულ გრანდს ემშვიდობება: "დიახ, ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, მე გადავწყვიტე, რომ ეს ნაწილი, რომელიც ამ საოცარ კლუბთანაა დაკავშირებული დავხურო. კლუბთან, სადაც მე გავიზარდე და განვავითარე ჩემი თავი უკანასკნელი 7 წლის მანძილზე. გამარჯვებები, წარმატებები, მხიარული მომენტები და ასევე რთული პერიოდებიც. მიუნხენში ჩამოვედი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ოცნებებით სავსე იყო და აქაურობას ვტოვებ ძალიან კმაყოფილი, გაერთიანებული კლუბთან, ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, ენასთან და კულტურასთან, მე ამითი ძალიან ვამაყობ. მე არ ვისწავლე როგორ უნდა მყვარებოდა და პატივი მეცა ტრადიციისთვის, რომელსაც ახლა ვემშიდობები, მაგრამ მე არასდროს დავივიწყებ: MIA SAN MIA! მე და ჩემმა ოჯახმა საოცარი მომენტებით ვიცხოვრეთ ქალაქში, საბენერშტრასეზე (ბაიერნის საკლუბო ბაზის მისამართი) და რათქმა უნდა ჩვენს საყვარელ ალიანც არენაზე. თქვენთან ერთად ჩემს ბაიერნის ოჯახთან, რომელმაც მომიარა და შემიყვარა მე ყოველწამიერად. ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტთან არის დაკავშირებული, როგორც ფეხბურთელს მე მინდა და მჭირდება ახალი გამოწვევები, რომ ჩემი თავი განვავითარო ისევე, როგორც ამას აქ ვაკეთებდი.  ბაიერნი ყოველთვის იქნება ჩემი სახლი, მარადიული მადლობა შენ "ბაიერნ".

 
View this post on Instagram
 

The best partners to create these memories. FCBayern fans, teammates, and everyone involved... Danke!!! #MiaSanMia 🤜🏽🤛 Die besten Partner, um solch schöne Erinnerungen zu schaffen. FC-Bayern- Fans, Teamkollegen und alle beteiligten Akteure... Danke!!! #MiaSanMia 🔴⚪️

A post shared by Thiago Alcantara (@thiago6) on

ტიაგო ალკანტარა გერმანულ გრანდში 2013 წელს ჩაირიცხა, მან "ბაიერნში" 235 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 31-ჯერ გოლით, ხოლო 37-ჯერ საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ესპანელი ნახევარმცველი, თუმცა როგორც ცნობილი სპორტული გამოცემები იუწყებიან ტიაგო ძალიან მალე სამედიცინო შემოწმებას "ლივერპულში" გაივლის.

სხვა სტატიები