Belive

ტიაგო ალკანტარა ზიდანის შესახებ ალაპარაკდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს ზინედინ ზიდანის შესაძლო ტრანსფერზე "რეკორდმაისტერში".  მოგეხსენებათ, უცხოურ მედიაში გავრცელდა ხმები 46 წლის ფრანგი სპეციალისტის მიუნხენურ კლუბში გადასვლაზე. ცნობილი გამოცემები ასევე იწერებოდნენ, რომ ზიდანი დიდი არჩევნის წინაშე იდგა - "მანჩესტერ იუნაიტედი" ან "ბაიერნი". ტიაგო ალკანტარა: "ეს მხოლოდ ჭორებია და მეტი არაფერი, გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩია. ბაიერნში ბევრი ვეტერანია და ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით გუნდში არსებულ სიტუაციას." შეგახსენებთ, მიუნხენურმა კლუბმა სეზონი 7 მოგებით დაიწყო, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მეტიც - გუნდს ბუნდესლიგაში ასეთი წარუმატებელი სტარტი 2011/12 წლების შემდეგ არ ჰქონია.

სხვა სტატიები