Belive

ტიაგო ალკანტარამ საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და ძმა შეიყვანა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მსოფლიო ფეხბურთის თანამედროვე ვარსკვლავებისგან 5-კაციანი გუნდი შეადგინა. საინტერესოა, რომ წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საუკეთესო ხუთეულში საკუთარი თავი და თავისი ძმა, რაფინია ალკანტარა შეიყვანა, რომელიც ამჟამად "პსჟ-ს" მაისურს ირგებს. მეკარის პოზიციაზე მერსისაიდული კლუბის ახალწვეულმა თანამემამულე, "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი დავიდ დე ხეა აირჩია. სიაში "ლა მასიას" აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელი ჯონათან დოს სანტოს მოხვდა, რომელიც 2017 წლიდან "ლოს ანჯელეს გალაქსიში" ირიცხება. ხუთეულში ძმები ალკანტარების მსგავსად კიდევ ერთი ესპანელ-ბრაზილიელია, საუბარი როდრიგო მორენოზეა, რომელმაც 2020 წლის ზაფხულში "ვალენსიადან" "ლიდს იუნაიტედს" მიაშურა.
"ყოველთვის ვამბობ, რომ უპირატესობას იმ ადამიანებს ვანიჭებ, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობ მათ სათამაშო ხარისხზე. მე, ჩემი ძმა, როდრიგო მორენო, ჯონათან დოს სანტოსი და დავიდ დე ხეაა, ეს არის ხუთეული რომელსაც ავირჩევდი. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ვინმემ დაცვითი ფუნქციებიც უნდა შეასრულოს, მაგრამ ამას რამენაირად მოვაგვარებთ", - თქვა 29 წლის ფეხბურთელმა. "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილმა ფეხბურთელმა მიუნხენის "ბაიერნში" გატარებული 7 წლის შემდეგ, 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ლივერპულში" გადაბარგება გადაწყვიტა და კლუბში გატარებულ ნახევარ წელიწადში 5 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.  

სხვა სტატიები