Belive

ტიაგო მოტა: ,,ნაპოლი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბოლონიას'' მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო სილვამ, ,,ნაპოლისთან'' მატჩის წინ განაცხადა, რომ ნეაპოლური გუნდი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე დამოკიდებული არ არის:

,,ამ მომენტში ,,ნაპოლი'' მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია არ არის. ვფიქრობ, რომ ეს გუნდი კოლექტიურად ძალიან საინტერესო საქმეს აკეთებს, როგორც შეტევაში, ასევე - დაცვაში. თითოეულ თამაშს თავისი ისტორია აქვს, ამიტომ წარსულში მომხდარს ყურადღებას არ ვაქცევ.

ვცდილობ, დღევანდელ დღეზე ვიყო კონცენტრირებული და ვაპირებთ, რომ ,,ნაპოლისთან'' მნიშვნელოვან მატჩში მაქსიმუმი გავაკეთოთ,'' - ტიაგო მოტას სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

სერია A-ს მე-10 ტურში ,,ნაპოლი'' ,,ბოლონიას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 20:00 საათზეა, ჩანიშნული.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ნეაპოლური გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები