Belive

ტიაგო სილვა: ლივერპულსა და პსჟ-ს მსოფლიოში საუკეთესო თავდასხმა ჰყავთ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველის, ტიაგო სილვას განცხადებით, "ლივერპულთან" დაპირისპირებისას, ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო შემტევითი პოტენციალის მქონე ორი გუნდი დაუპირისპირდება ნეიმარი-მბაპე-კავანისა და მანე-სალაჰი-ფირმინოს შემტევითი ტრიო ნებისმიერი გუნდის დაცვისთვის მართლაც უდიდეს თავსატეხს წარმოადგენს. თუმცა ტიაგო სილვა საკუთარი გუნდის ძალებში მყარად არის დარწმუნებული: "ლივერპულის შეტევებს მაქსიმალურად მობილიზებული უნდა დავხვდეთ და პარიზში კარგი შედეგებით დავბრუნდეთ", აღნიშნა ბრაზილიელმა მცველმა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულს" შესაძლოა ფირმინო გამოაკლდეს - მას თვალი აქვს დაზიანებული. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. პრევიუ შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე იხილოთ.

სხვა სტატიები