Belive

ტიაგო სილვა ყოველწლიურად მაღალ ანაზღაურებას მოითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის მოახლოვებასთან ერთად ფრანგული გრანდი "პსჟ" საკუთარი შემადგენლობის გადახალისებას აქტიურად გეგმავს. ფრანგების რიგებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ გუნდს 35 წლის გამოცდილი, აწ უკვე ვეტერანი ტიაგო სილვა დატოვებს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება. სილვას შეძენით ამჟამად ორი ევროპული კლუბი - "ფიორენტინა" და "ევერტონი" ინტერესდებიან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელმა საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააჟღერა. მისი თქმით, ახალ გუნდში მხოლოდ იმ პირობით გადავა, თუ მისი ყოველწლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით ტიაგო სილვას თავის მხრივ ფლორენციელებმა უპასუხეს, მათი ინფორმაციით იტალიური კლუბი 35 წლის ფეხბურთელს ყოველწლიურად 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანსფერი არ შედგება. ტიაგო სილვა პარიზულ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება, ამ პერიოდში მან 310 შეხვედრა ჩაატარა, რა დროშიც 17 გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები