Belive

ტიაგო სილვა: "როდესაც მსაჯი მესის გუნდს ეხმარებოდა, მაშინ არაფერს ამბობდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესიმ ჩილესთან მიღებული წითელი ბარათის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა: “მათ ფინალში თამაშის უფლება არ მოგვცეს. კორუფცია და მსაჯები არის ის პრობლემა, რომელიც ფეხბურთს ანგრევს და სიამოვნებას კლავს, სიმართლე უნდა ითქვას,” განაცხადა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა. მესის განცხადებას ბრაზილიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა გამოეხმაურა: გავიხსენოთ თამაში, სადაც "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" ანგარიშით 6:1 დაამარცხა - მაშინ მესის არაფერი უთქვამს," აღნიშნა ტიაგო სილვამ. ბრაზილიელი ლუის სუარესის წაქცევის გამო დანიშნულ პენალტს იხსენებდა, რომელიც მსაჯმა 89-ე წუთზე დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ სკანდალური განცხადების გამო, ლიონელ მესის სანაკრებო დონეზე 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. მესის დისკვალიფიკაციის საკითხს CONMEBOL-ი განიხილავს.  

სხვა სტატიები