Belive

ტიაგო სილვა შესაძლოა საჩუქრის ჩუქების გამო დასაჯონ 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურ მცველ ტიაგო სილვას შესაძლოა პრემიერლიგის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შექმნას, ამის მიზეზი კი ერთი შეხედვით უწყინარი საჩუქარი და კეთილი ქმედებაც კი გახდეს. ფრენკ ლამპარდის გუნდმა 16 იანვარს, "ფულემს", მეისონ მაუნტის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო (1:0) და ამით "ლურჯები" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე გადავიდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოხდა, როცა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა "ფულემის" სტადიონის რეკონსტრუქციაზე მომუშავე ადამიანს თავისი სათამაშო მაისური აჩუქა. 2020 წლამდე, ამაში ალბათ დადებითი ემოციების გარდა, რაიმეს დანახვა წარმოუდგენელი იქნებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა 36 წლის ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები დაარღვია.

ბოლო პერიოდში, ინგლისში პროტოკოლი კიდევ უფრო გამკაცრდა, საკუთარი მაისურების გაცვლა და გაჩუქება კი კორონავირუსუსი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აკრძალულია. არადა, სულ ცოტა ხნით ადრე, პრემიერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ მასტერსმა თქვა, რომ ფეხბურთელებმა უნდა დაიცვან წესები და კარგი მაგალითი მისცენ საზოგადოებას, რომ თავი უდნა შეიკავონ გოლების ტარდიციული აღნიშვნის ფორმისგან და მატჩების დასაწყისსა და დასასრულს ერთმანეთთან ახლო კონტაქტისგანაც: "ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ  გაგებით მოეკიდონ სიტუაციას და მიხვდნენ თუ რატომ აკეთებენ ამას".
Image: Premier League
თუმცა, სილვა არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გულშემატკივარს თავისი ნაცვამი მაისური აჩუქა. "ევერტონის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რიშარლისონმა კუთვნილი მაისური სწორედ იმავე სტადიონზე, "კრევენ კოტეჯის" ერთ-ერთ მშენებელს, ნოემბერში გამართული პრემიერლიგის მატჩის შემდეგ უსახსოვრა. ტიაგო სილვას საქმეს პრემიერლიგის სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები