Belive

ტიაგო სილვამ ჩელსისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჩელსის'' მცველმა, ტიაგო სილვამ, ლონდონურ გუნდთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ინფორმაციას ,,არისტოკრატების'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ახალი კონტრაქტის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელი ,,ჩელსიში'' 2022-2023 წლების სეზონამდე ითამაშებს.

,,ჩელსიში თამაში ნამდვილი სიამოვნებაა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ შესანიშნავ კლუბში 3 წელს გავატარებდი, ამიტომ კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებით ბედნიერი ვარ. გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ, ყველაფერს გავაკეთებ,'' - განაცხადა სილვამ.
ტიაგო სილვა ,,ჩელსიში'' 2020 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში 37 წლის მცველის ანგარიშზე ,,არისტოკრატთა'' მაისურით ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები