Belive

ტიაგო სილვას ლონდონური კლუბი უმიზნებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდი აქტიურ ფაზაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერების მსურველი გუნდები სულ უფრო აქტიურნი ხდებიან. ლონდონის "ჩელსი", რომელმაც უკვე არაერთი ხმაურიანი და კარგი ტრანსფერი განახორციელა, როგორც ჩანს გაჩერებას არ გეგმავს - "არისტოკრატების" მომავალი სამიზნე ტიაგო სილვაა. ვეტერანი ბრაზილიელისათვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხით პარიზულ კლუბთან მრავალწლიანი ისტორია დასრულდა, მას მომდევნო კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიიღებს. როგორც ცნობილია, "ლურჯები" აქტიურად განიხილავენ ტიაგო სილვას ვარიანტს და ამჟამად მისთვის შესათავაზებელ საკონტრაქტო დეტალებს ადგენენ.

სხვა სტატიები