Belive

ტიბო კურტუა: "რეალში მაღალი კონკურენციის გამო გადმოვედი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" ბელგიელი კიპერის, ტიბო კურტუას განცხადებით, "ჩელსიდან" მადრიდრულ გრანდში გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი უფრო ძლიერი კუნკურენცია გახდა. ხულენ ლოპეტეგის პერიოდში, კურტუა "რეალის" ძირითადში ნაკლებად ხვდებოდა - ესპანელი სპეციალისტი კეილორ ნავასს უფრო მეტ ნდობას უცხადებდა. თუმცა სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდეგ, ბელგიელმა გუნდის ძირითადში დაიმკვიდრა თავი. "ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, გუნდში მეტი თავდაჯერებულობა იგრძნობა. წინა თვეებში გუნდს უიღბლობა სდევდა თან - გოლს უაზრო სიტუაციებში ვუშვებდით, მეტოქის კარის აღებას კი ვერ ვახერხებდით. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ პოზიციაზე გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც მოტივაციას გვმატებს - სწორედ ამიტომაც ჩამოვედი მადრიდში", - განაცხადა კურტუამ. მიმდინარე წელს კურტუამ "რეალის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, მეტოქემ კი მისი კარი 15-ჯერ აიღო.  

სხვა სტატიები