ტიბო კურტუამ კეილორ ნავასის რეკორდი გააუმჯობესა

ბელგიელი კიპერისთვის სეზონი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. იყო საუბრები მისი გუნდიდან წასვლის შესახებ , მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა და ახლა უკვე კურტუა რეკორდის დამყარებას ახერხებს.

მადრიდის “რეალი” ბოლო 5 შეხვედრაა კარის მშრალად შენახვას ახერხებს. რა თქმა უნდა ამაში წვლილი ტიბო კურტუასაც მიუძღვის. უკანასკნელად მან გოლი “მალიორკასთან” შეხვედრაში მე-7 წუთზე გაუშვა. ამის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა და ფეხბურთელმა ვერ მოახერხა ბელგიელის კარის აღება. “ატლეტიკოსა” და “ჩელსის” ყოფილი კიპერი უკვე 533 წუთია კარს მშრალად ინახავს. ეს კი  იმას ნიშნავს , რომ კურტუამ კოსტარიკელი კიპერის რეკორდი გააუმჯობესა. ნავავსს 2015/2016 წლის სეზონში 517 წუთი არ ჰქონდა გაშვებული გოლი.

რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ყოველი შემდეგი წუთი გაშვებული გოლის გარეშე იქნება ახალი რეკორდი ტიბო კურტუასთვის.

(1567)

ტიბო კურტუამ კეილორ ნავასის რეკორდი გააუმჯობესა

სტატიის ავტორი
-