Belive

ტიბო კურტუას საუკეთესო სეივები ჩემპიონთა ლიგაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება: 28 მაისს, თბილისის დროით 23:00-ზე, მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მეთოთხმეტედ მოგებას შეეცდება, "ლივერპული" კი კიევის ფინალის (1:3) რევანშისთვის ემზადება. მიმდინარე სეზონში, "რეალი" ბრწყინავს და ფაქტობრივად, წაგებულ მატჩებს ატრიალებს. სცენაზე ბენზემა, მოდრიჩი, ვინისიუსი დგანან, გადამწყვეტ მომენტში ტაბლოზე როდრიგოს სახელიც ორჯერ დაიწერა, თუმცა ასევე, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ტიბო კურტუას შესანიშნავ ასპარეზობას - ცნობილი ამბავია, რომ მეკარის ღვაწლი, უმეტესად, დაუფასებელია. კურტუასთან დაკავშირებით, სტატია "ჩელსისთან" განმეორებითი მატჩის წინ შემოგთავაზეთ. მაშინ ვთქვით, რომ ბელგიელი, ნოიერის ფუნქციებს ვერ ითავსებს, არც ედერსონის მსგავსი პასები გამოსდის, ინტერვიუებში მორცხვი და შებოჭილია, ქარიზმაც აკლია და ნაკლებ ყურადღებას იქცევს. ნათქვამს კვლავ ვეთანხმებით, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში, კურტუამ მეკარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები შეიძინა - სტაბილურობა და საიმედოობა. ფეხბურთელები მხოლოდ სტატისტიკით არ უნდა განვიხილოთ და ამისი ნათელი მაგალითი სწორედ ტიბოს ასპარეზობაა - 11 შეხვედრაში, ბელგიელმა 14 გოლი გაუშვა და კარი მშრალად სულ 4-ჯერ შეინახა, მაგრამ თუკი ყურადღებას მის აუღებელ, მკვდარ სეივებზე გავამახვილებთ - ისეთებზე, რომლებმაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურტუას გარეშე, "რეალს" ფინალში გასვლა გაუჭირდებოდა.

ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ, იხილეთ მისი საუკეთესო სეივები მიმდინარე სეზონში

სხვა სტატიები