Belive

ტიერი ანრი ახალ ამპლუაში - ფრანგის ემოციები მწვრთნელის პოზიციიდან (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის მიმდინარე სეზონის 21-ე ტურში, "მონრეალ იმპაქტისა" და "ნეშვილის" შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ამ შეხვედრაში განსაკუთრებული კანადური კლუბის მთავარი მწვრთნელის ტიერი ანრის ემოციები იყო, რომლის ვიდეომაც ინტერნეტ-სივრცე მოიცვა. "არსენალის", "ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა მთელი მატჩის განმავლობაში თავისი გუნდის ფეხბურთელებს მითითებებს აქტიურად აძლევდა, აკრიტიკებდა და ამხნევებდა. ანრი წარსულში ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტად და "მონაკოს" თავკაცად მუშაობდა, ამერიკის კონტინენტზე კი 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა. მისი გუნდი მიმდინარე გათამაშებაში აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები