Belive

ტიერი ანრი ინგლისში მწვრთნელის რანგში ბრუნდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა, ტიერი ანრი შესაძლოა სამუშაოდ ინგლისში დაბრუნდეს. როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, 43 წლის ფრანგი შესაძლოა მალე ჩემპიონშიფის ბინადარ "ბორნმუთში" დაინიშნოს. "ალუბლებმა" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჯეისონ ტინდალი გაათავისუფლეს და მის შემცვლელად ოთხ ვეტერან ფეხბურთელს, დევიდ ვაგნერს, პატრიკ ვიერიას, ტონ ტერისა და ტიერი ანრის მოიაზრებენ, მათ შორის ყველაზე მეტი შანსი კი სწორედ ამ უკანასკნელს აქვს. როგორც The Mirror-ი წერს, "ბორნმუთის" ხელმძღვანელობა ანრის დაყოლიებას ყველა გზით ცდილობს და შესაძლოა "ბარსელონას" და "ნიუ იორკ რედ ბულსის" ყოფილი თავდამსხმელი "ვითალითიზე" მალე ვიხილოთ. ანრის სურვილია, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა პრემიერლიგას დაუკავშიროს, "ბორნმუთში" წარმატებით მუშაობა კი ამ მიზნისკენ პირველი ნაბიჯი იქნება. მწვრთნელის ამპლუაში, ანრი "არსენალის" ახალგაზრდულ გუნდში, ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის ასისტენტად და "მონაკოს" თავკაცად მუშაობდა, 2019 წლის ნოემბრიდან კი ის MLS-ში იმყოფება და "მონრეალის" დამრიგებელია.

სხვა სტატიები