Belive

ტიერი ანრი ყოფილ თანაგუნდელებს დახმარებას სთხოვს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ლეგენდარული ტიერი ანრი ყოფილ თანაგუნდელებს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.  ანრიმ სესკ ფაბრეგასი და ლორან კოშიელნი "მონაკოში" მიიწვია დაცვისა და ნახევარდაცვის გასაძლიერებლად. ფრანგ სპეციალისტს სურს, რომ ფაბრეგასი იანვარში გადაიყვანოს. სესკს "ჩელსისთან" კონტრაქტი 6 თვეში ეწურება და შესაძლებელია ის მართლაც ვიხილოთ "მონაკოში". რაც შეეხება კოშიელნის, ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა თამაში ახლახანს განაახლა. მას ტრავმა ჰქონდა და დიდი პერიოდი გაუცდა. ტიერი ანრიმ მასაც სთხოვა დახმარება და სამშობლოში თამაში. მიმდინარე სეზონში "მონაკო" უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. გუნდს თითქმის მთელი შემადგენლობის წამყვანი მოთამაშეები ტრავმირებული ჰყავს და საფრანგეთის "ლიგა 1"-ში მე-19 პოზიციას იკავებს. "მონაკოს" 17 თამაშში მხოლოდ 3 მოგება აქვს, 4 ფრე და 10 წაგება. გატანილი აქვს 16, ხოლო გაშვებული 27 ბურთი. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ბოლო ადგილი დაიკავა. შეძლებს თუ არა ტიერი ანრი ყოფილი თანაგუნდელების საკუთარ შემადგენლობაში ხილვას, ამას მალე გავიგებთ.

სხვა სტატიები