Belive

ტიერი ანრიმ „ბორდოს“ გაწვრთნაზე უარი თქვა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Eurosport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ "ბორდოს" გაწვრთნაზე უარი განაცხადა. გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანრი ფრანგული გუნდის თავკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა, თუკი გუნდის ხელმძღვანელობა სასურველი ფეხბურთელების გადაბირებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი ანრის მოთხოვნებსა და გუნდის სატრანფერო პოლიტიკას შორის შეუთანხმებლობა გახდა. შეგახსენებთ, რომ გუსტავო პოიეტის მოულოდნელი განთავისუფლების შემდეგ „ბორდო“ მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.  

სხვა სტატიები