Belive

ტიერი ანრის ახალი კლუბი ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ახალ კლუბს ჩაიბარებს. "ტიტი" ნიუ იორკ "რედ ბულსის" მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში გახდება. ამერიკული კლუბის წარმომადგენელი უახლოეს დღეებში ლონდონში გაფრინდება, სადაც ანრის შეხვდება და შეთანხმებაც შედგება. ანრი ამერიკულ კლუბში ფეხბურთელის სტატუსით "ბარსელონადან" 2010 წელს გადავიდა და 2015 წლამდე ითამაშა. "რედ ბულსში" 135 მატჩი ჩაატარა და 52 ბურთი გაიტანა. ტიერი ანრიმ სამწვრთნელო კარიერა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, სადაც რობერტო მარტინესის თანაშემწე იყო და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "მონაკოს" თავკაცად დაინიშნა. ლიგა 1-ის ერთ-ერთი გრანდიდან კი ფრანგი წარუმატებელი თამაშის გამო გაათავისუფლეს.

სხვა სტატიები