Belive

ტიერი ანრის ბორდოს მწვრთნელობა და სატრანსფერო გარანტიები სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ბომბარდირს "ბორდოს" მწვრთნელობა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ტიერი ანრი იმ შემთხვევაში გახდება "ბორდოს" მწვრთნელი, თუ კლუბის ხელმძღვანელობა მისცემს გარანტიებს, რომ გუნდი ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღნიშნულ პოსტზე ანრის გარდა ორი კანდიდატი განიხილებოდა: გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი, რომელიც "მონაკოში" თამაშობდა და ლორან ბლანი, რომელმაც "ბორდოსთან" ერთად ლიგა 1 მოიგო. თუმცა "ბორდოს" ხელმღვანელობა, უპირველეს ყოვლისა, ამ პოსტზე ტიერი ანრის განიხილავს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ანრი ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო. შემდეგ თამაშში "ბორდო" საკუთარ მოედანზე "მონაკოს" უმასპინძლებს.  

სხვა სტატიები