Belive

ტიერი ანრის MLS-ში წასვლა უარყოფილია!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავლენიან უცხოურ მედიაგამოცემებს თუ დავეყრდნობოდით, გასული დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ტიერი ანრი ამერიკის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ გუნდს - "ნიუ იორკ რედ ბულსს" ჩაიბარებდა. აღნიშნული საკითხი იმდენად ჰგავდა რეალობას, რომ "ნიუ იორკ რედ ბულსის" მესვეურები ვალდებულნი გახდნენ განცხადება გაეკეთებინათ, ვინაიდან ეს ინფორმაცია ჭეშმარიტებას არ შეესაბამებოდა. "ტიერი ანრისა და ჩვენს გუნდს შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება", - განაცხადა ამერიკული გუნდის პრესსამსახურმა. შეგახსენებთ, რომ "ნიუ იორკ რედ ბულსი" MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა ანუ მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები