Belive

ტიმ კეჰილი: "ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა ოქროს ბურთის გამარჯვების მთავარი კანდიდანტი დაასახელა. "ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ კრიშტიანუ ოქროს ბურთს იმსახურებს იმის გამო, თუ რას აკეთებს ის "იუვენტუსში". რონალდუმ მადრიდი დატოვა და ახალ ჩემპიონატში გადასვლა მოუწია. არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც "რეალსა და "იუნაიტედში" წლების განმავლობაში ასეთ დონეზე ეთამაშოს. მართალია, ახალ კლუბში მან ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, მაგრამ პორტუგალიელზე დიდი ზეწოლა იყო. არ დამეთანხმებიან, თუმცა მე უბრალოდ კრიშტიანუს პროფესიონალიზმს ვაფასებ," - თქვა კეჰილმა.

სხვა სტატიები