Belive

ტიმო ვერნერი ლაიფციგში ბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

,,ჩელსის'' თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი ,,ლაიფციგში'' დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. ინფორმაციას Sky Sport Deutschland-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში გუნდებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. თავად ფეხბურთელს, ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს, რადგან მისი მიზანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო ფორმაში შესვლაა. 26 წლის ფორვარდის ტრანსფერით ტურინის ,,იუვენტუსიც'' ინტერესდება, თუმცა ტიმომ ,,ბებერ ქალბატონებს'' ,,ლაიფციგი'' არჩია. ჯერჯერობით უცნობია, ვერნერი გერმანიაში იჯარით დაბრუნდება თუ ,,ხარები'' მასში გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან, თუმცა ფაბრიციო რომანოს ცნობით, საუბარი ფეხბურთელის ყიდვაზეა. როგორც Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი წერს, ტრანსფერი მომავალ კვირას უნდა დაიხუროს. ვერნერმა გასულ სეზონში ,,ჩელსის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. პრემიერლიგის პირველ ტურში, ,,ევერტონთან'' მატჩში, თავდამსხმელი ,,არისტოკრატების'' განაცხადში არ ყოფილა.


სხვა სტატიები