Belive

ტიმო ვერნერის უარი მანჩესტერსა და ჩელსის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტიმო ვერნერის ტრანსფერთან დაკავშირებით უცხოურ პრესაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. გერმანელი თავდამსხმელისათვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად 3 პრემიერ ლიგის კლუბი იყო ჩართული, ესენი არიან - "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "ლივერპული". მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი სურვილი კარიერის "ბუნდესლიგაში" გაგრძელება არაა, მიუნხენელების ამბიციები მასთან მიმართებაში ერთობ დაეცა, თუმცა ასპარეზზე დარჩა პრემიერ ლიგის სამივე წარმომადგენელი. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად მასთან პირად შეხვედრასაც გეგმავდა, თუმცა გერმანელი სპეციალისტის სურვილს ხელი კორონავირუსმა შეუშალა. მიუხედავად იმისა, რომ კლოპისა და ვერნერის პირადი შეხვედრა არ მოხერხდა, სულ ახლახანს Bild-ის ცნობით, ტიმო ვერნერმა "წითელი ეშმაკები" და "ლურჯები" უარით გაისტუმრა, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ აზრს, რომ ფორვარდი "მერსისაიდელებს შეუერთდება. 24 წლის ფეხბურთელმა "ლაიპციგის" რიგებში 150 მატჩი ჩაატარა, მან მეტოქის კარის დალაშქვრა 88-ჯერ შეძლო, ამ ყველაფერთან ერთად კი 39 საგოლე გადაცემაც გააკეთა.  

სხვა სტატიები