Belive

ტიმო ვერნერისთვის ბარსელონა, ინტერი და ლივერპული იბრძოლებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ტიმო ვერნერის სატრანსფერო აჟიოტაჟი სულ უფრო აქტუალური თემა ხდება. 24 წლის ფეხბურთელის ბედს აწ უკვე ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ძალიან ბევრ გრანდს" უკავშირებდნენ, მათ შორისაა ისეთი გუნდები, როგორიცაა - "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ლივერპული", "ინტერი" და სხვ. ახლახანს გერმანელი ფეხბურთელისათვის საბრძოლველად რადარზე კატალონიის "ბარსელონაც" გამოჩნდა. მას შემდეგ რაც "ლაიპციგის" ფეხბურთელმა "ჩელსი", "ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" უარით გაისტუმრა, პრესაში გავრცელდა ხმები, თითქოს ვერნერის ირგვლივ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და მისი "ლივერპულში" გადასვლის საკითხი გადაწყვეტილი იყო, მითუმეტეს რომ ამ უკანასკნელი ფაქტით განსაკუთრებულად ინტერესდება იურგენ კლოპი, თუმცა "ინტერი" და "ბარსელონა" დანებებას არ აპირებენ.
ვერნერი
"მოსაზრება არ შემიცვლია, კვლავ იმავე აზრზე ვრჩები - თუ გუნდს შევიცვლი, ეს გუნდი ევროპის მოწინავე ჩემპიონატებიდან ერთ-ერთის წევრი იქნება, ოღონდ არა ბუნდესლიგის", - აცხადებს ვერნერი. ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი, “ლაიფციგმა” 2016 წელს, 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ამჟამად, 24 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. "ლაიპციგის" მაისურით ვერნერმა მოედანზე 150 შეხვედრა ჩაატარა - ფეხბურთელმა პირად აქტივში 88 გოლის გატანასთან ერთად, 39 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.    

სხვა სტატიები