Belive

ტირანა თბილისში მთავარი ბომბარდირის გარეშე ჩამოვიდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" შინ "ტირანას" დაუპირისპირდება. ალბანეთის ჩემპიონი უკვე საქართველოშია და თბილისში პირველ ვარჯიშსაც ატარებს. "ტირანას" მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ დაასახელა 22-კაციანი შემადგენლობა, სადაც არ არის გუნდის მთავარი ბომბარდირი მაიკლ ნგოო. ინგლისელ თავდამსხმელს გასული სეზონის ბოლოს "ტირანასთან" კონტრაქტი ამოეწურა და მან გუნდის დატოვება გადაწყვიტა. 31 წლის ფეხბურთელს ალბანეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში საოცარი სტატისტიკა ჰქონდა - 13 გოლი და 16 საგოლე გადაცემა. "დინამო თბილისსა" და "ტირანას" შორის დაპირისპირება 21 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები