Belive

ტირანას მწვრთნელი: "მჯეროდა, რომ 17 წლის წინანდელ გამარჯვებას გავიმეორებდით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც "ტირანამ" "დინამო თბილისს" "დინამო არენაზე" 2:0 აჯობა, ალბანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ შეხვედრა შეაფასა და ქართველი და ალბანელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "მეტოქე გუნდზე ზუსტად ის წარმოდგენა მაქვს, რაც მატჩამდე მქონდა. ვიცოდით, რომ "დინამოს" ძლიერი და შემტევი ფლანგები ჰყავს და ამის გამო, კომპაქტურად უნდა გვეთამაშა. მაქსიმალურად შემჭიდროვებულად ვითამაშეთ და მეტოქის ძლიერი შეტევების განეიტრალება შევძელით. მიუხედავად მატჩის შედეგისა, "დინამოს" მიმართ ნეგატიური კუთხით დამოკიდებულება არ შემცვლია. ჩემი საფეხბურთო და ცხოვრებისეული ფილოსოფია რელიგიასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, მჯეროდა, რომ დღეს, თბილისში, 17 წლის წინანდელი გამარჯვება განმეორდებოდა და საბედნიეროდ ასეც მოხდა. როცა წილისყრის შედეგები გავიგეთ, მე და კლუბის ხელმძღვანელობას გახარების ემოცია გვქონდა, რადგანაც საკმაოდ რთულ კლუბებს შორის შედარებით ყველაზე ნაკლებად სახიფათო, "დინამო" შეგხვდა. ამ გამარჯვებით ბედნიერი ვარ, ეს ჩვენს გუნდს უფრო შეკრავს და გააძლიერებს. ჯერჯერობით ამ ემოციებით ვართ გახარებული. რაც შეეხება "ცრვენა ზვეზდასთან" დაპირისპირებას, საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ეს ჩვენთვის გარკვეული უპირატესობაა. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანასა და სერბეთს შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობს, მაგრამ შევეცდებით სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ", - თქვა ნიგერიელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები