Belive

ტიტე: "მესის შეჩერება შეუძლებელია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, კოპა ამერიკის ნახევარფინალური მატჩის წინ განცხადება გააკეთა. "არგენტინა მხოლოდ ინდივიდუალური ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი არ არის, ეს ძლიერი ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრებია. არგენტინელების თამაშს დამატებითი ძალა - ინდივიდუალიზმიც ემატება. ჩემი აზრით, მესის შეჩერება უბრალოდ შეუძლებელია, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, თამაშზე მისი ზეგავლენა მაქსიმალურად შევამციროთ და მის განეიტრალებას შევეცადოთ," განაცხადა ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მატჩი გამთენიისას, 3 ივლისს, თბილისის დროით 04:30-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები