Belive

ტიტე: "ტუნისელები ნეიმარს ამტვრევდნენ, რადგან მას მსოფლიოზე არ ეთამაშა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის მთავარმა მწვრთნელმა - ტიტემ, ტუნისელი მცველი - დილან ბრონი დაადანაშაულა იმაში, რომ ტუნისელი ფეხბურთელი განზრახ ცდილობდა ნეიმარისთის სერიოზული ტრავმა მიეყენებინა და მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ეთამაშა.

"პსჟ"-ს სტადიონ "პარკ დე პრენსზე" გამართულ ცეცხლოვან მატჩში "სელესაომ" ჩრდილოეთ აფრიკელ მეტოქეს 5-1 მოუგო, თუმცა ყურადღება თამაშის მიღმა მომხდარმა ინციდენტებმა მიიპყრო. 41 წუთზე, როდესაც ბრაზილია უკვე კომფორტულად 4-1 იგებდა, ტუნისელთა მცველმა - დილან ბრონმა, ნეიმარის წინააღმდეგ ძალიან უხეში ვარდნა გააკეთა, რის გამოც იგი მოედნიდან დაუყონებლივ გააძევეს.

"ტუნისელთა თამაში არ ვიცი რას მივაწერო, ვიცოდით, რომ ისინი კონკურენტუნარიანი ნაკრები არიან, თუმცა ამხანაგურ მატჩში ასე უხეშად რატომ უნდა ითამაშო არ ვიცი. ერთადერთი განცდა დამრჩა ის, რომ ტუნისელები ცდილობდნენ ნეიმარის დამტვრევას იმიტომ, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ეთამაშა". - ტიტე

ასევე, ტუნისელი გულშემატკივრები რასისტული შეძახილებით გამოირჩეოდნენ ნეიმარისა და რიჩარლისონის მიმართ.

სხვა სტატიები