Belive

ტიტემ ბრაზილის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ბრაზილიის მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნაკრები დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტიტემ, ჯერ კიდევ, თებერვალში განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბრაზილიის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა.

"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებს დავტოვებ. კარიერაში ყველაფერი მოვიგე, ერთადერთი რაც მაკლია მსოფლიო ჩემპიონატია." - განაცხადა ტიტემ SporTV-სთან საუბრისას.

მან "პენტაკამპეონესი" 2016 წელს ჩაიბარა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ბელგიასთან დამარცხდა. ტიტემ შეძლო და 2019 წლის კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა. მაგრამ, 61 წლის სპეციალისთვის მოღვაწეობის ბოლო წლები ყველაზე იმედგამაცრუებული გამოდგა. 2021 წელს ბრაზილიამ, შინ, კოპა ამერიკის ფინალი წააგო. 2022 წელს კი, ყველასაგან მოულოდნელად, ხორვატიასთან 1/4-ფინალური შეხვედრა დათმო და მუნდლიას გამოეთიშა.

სხვა სტატიები